კალათა
მენიუ

ყველა

ჰოლოტროპული სუნთქვა

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა ?

card

ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია, ეს არის ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიული ტექნიკა, რომელიც სუნთქვის საშუალებით აღწევს პიროვნების არაცნობიერ ნაწილამდე და შესაძლებლობას აძლევს ადამიანს აღმოაჩინოს, მისთვის აქამდე უცნობი შინაგანი რესურსები, გადალახოს ის პიროვნული კონფლიქტები და განთავისუფლდეს ტრავმებისგან, რომელიც ხელს უშლის მას „აქ და ამჟამად“  არსებული მიზნებისა თუ სურვილების მიღწევაში. თავად სიტყვა Holo – tropic (ბერძნ. სიტყვა) მთლიანობისკენ სწრაფვას ნიშნავს, საკუთარ გონებას, სხეულსა და ემოციებს შორის კავშირის აღდგენას, თვით-ცნობიერების გაძლიერებას.

ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შეიძლება არ ვიყოთ კარგად, ან არ ვგრძნობდეთ ბედნიერად თავს, როცა ვერ შევიგრძნობთ „აქ და ამჟამად“ არსებობას, ცხოვრებას. ეს შეგრძნება ბევრი სხვადასხვა მიზეზით გვეკარგება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ფიქრებით უმეტესად ან წარსულის ანალიზში ვართ ან მომავლის დაგეგმვაში. აქ და ახლა მდგომარეობა, კი ყველაზე ნათლად გამოხატავს და გვაწვდის ინფორმაციას თუ რა გვჭირდება სინამდვილეში. რადგან  ადამიანი ღია სისტემაა და მასზე მუდმივად მოქმედეს გარემო, ის სოციუმი, რომელში ის ფუნქციონირებს, პიროვნებას მუდმივად უწევს აკეთოს არჩევანი უნდა -სა და მინდას შორის, რაც ადამიანს ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ სტრესში ამყოფებს. ამასთან რთულდება საკუთარი ნამდვილი სურვილების გაცნობიერება და მათი გამოყოფა წინაპრებისგან თუ გარემოსგან მომდინარე მოთხოვნებისგან. შესაბამისად იქმნება ბევრი პიროვნული კონფლიქტი, რაც აძლიერებს შფოთვას, ზოგიერთ შემთხვევაში კი დეპრესიულ გუნება-განწყობას.  

ალბათ ყველა ჩვენგანი ყოფილა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც იცის, რომ აქვს მიზნები, ცხოვრებაში, გარკვეული მიმართულებით აქვს გეზი აღებული, მაგრამ პროცესში  ვერ იღებს სიამოვნებას, არ აქვს კმაყოფილების განცდა მიზნების მიღწევისას. ენერგეტიკულ დონეზე კი ჰგონია, რომ თითქოს სადღაც იკარგება მისი ენერგია. თითქოს აქვს საკმარისი რესურსი წინსვლისთვის, მაგრამ ამასთან, თითქოს, რაღაც აბრკოლებს. ფიზიკური შეგრძნებების დონეზე ადამიანს აწუხებს  ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, აპათია, ცხოვრებისადმი ინტერესის დაქვეითება. 

თუკი ფიზიოლოგიურ დონეზე ადამიანი ჯანმრთელია და ორგანული დარღვევა არ აწუხებს, მაშინ უკვე ვეძებთ აღწერილი მდგომარეობის, ფსიქო-ემოციურ მიზეზებს, რომელიც მომდინარეობს სწორედ წლების მანძილზე დაგროვილი განუცდელი ემოციებისგან, რომელიც უკვე ფიზიკურად ამძიმებს პიროვნებას, სხეულში ქმნის ემოციურ ბლოკებს, დისკომფორტს და ასევე ყველა იმ ემოციურად დაუსრულებელი ცხოვრებისეული მოვლენებისგან, რომელთანაც შეხება ჰქონია ადამიანს, ეს იქნება ბავშვობის, თუ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ტრავმა. ადამიანის ფსიქიკა ისე არის მოწყობილი, რომ თუკი რაღაც დაუსრულებელი დარჩა წარსულში, მასზე გაცნობიერებულად ფიქრი თუ გაუცნობიერებლად (მაგ. სიზმრების სახით) მათთან შეხება, დიდ ფსიქიკურ ენერგიას საჭიროებს, რომ დაითრგუნოს და დაიმალოს, ამიტომ შეგრძნება, რომ იმაზე მეტი ენერგია მეკარგება სადღაც, ვიდრე მართლა ვხარჯავ ამის ნათელი მაგალითია. 

ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის პროცესში სწორედ ამ სიღრმეებამდე ხდება ჩასვლა და იმ ქვედინებების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა, რაც გვაკარგვინებს ენერგიას. 

შედეგად ჩვენს ფსიქიკაში თავისუფლდება ადგილი ახალი გამოცდილებებისა და შეგრძნებებისათვის. ჩნდება რესურსი, რომელსაც ვეცნობით და მოვმართავთ უკვე „აქ და ამჟამად“ არსებული ცხოვრებისეული გამოწვევებისა და გეგმების რეალიზებისთვის. ამასთან ჰოლოტროპული გამოცდილების მიღების შემდეგ, ამაღლებული თვით-ცნობიერება, გვაძლევს საშუალებას უკეთ გავაცნობიეროთ საკუთარი საჭიროებები, შევიგრძნოთ და გავეცნოთ საკუთარ ემოციებს, განსხვავებულ მდგომარეობებს, ვისწავლოთ მოდუნება და იმ გარემოს შექმნა, რომელშიც კარგად და ბედნიერად ვიგრძნობთ თავს, უკეთ შევიგრძნობთ ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს და ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში და ა.შ. ყოველივე ეს,  კი  იმ  სიმპტომატიკას ამცირებს (შფოთვა, უძილობა,  დეპრესიული გუნება-განწყობა), რაც ხელს გვიშლის ვიყოთ მადლიერები საკუთარი თავისა და სამყაროსი.

ეს,  ის მცირედი ჩამონათვალია ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის შედეგებისა, რომელსაც მონაწილეები სესიების და რაც მთავარია მიღებული გამოცდილების გაცნობიერების შემდგომ იღებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლოტროპული სუნთქვითი სესია, ეს მხოლოდ დასაწყისია საკუთარი ცხოვრების გაცნობიერების პროცესის. თითოეული ადამიანის ჰოლოტროპული გამოცდილება უნიკალურია და არასდროს არ მეორდება.  

სტატიის ავტორია

ბისიეიში ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის წამყვანი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი -  ანი ახმეტელი

ასევე იხილეთ
card

ყველა

ჰოლოტროპული სუნთქვა

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა ?

card

ყველა

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაავადებაა

card

ყველა

'