× მთავარი სამზარეულო ჩვენ შესახებ სიახლეები შედეგები კონტაქტი
ENG
პრესოთერაპია და ანტიცელულიტური მასაჟი

პრესოთერაპია და ანტიცელულიტური მასაჟი

ანტიცელულიტური მასაჟი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს კანქვეშა ქსოვილებში

Share:

პრესოთერაპია

აპარატული მეთოდი, რომელიც მიჩნეულია ყველაზე ეფექტურად ლიმფოსტაზის და სხვა და სხვა სახის  შეშუპების შესამცირებლად. შეუცვლელია ჭარბი წონის და ცელულიტის სამკურნალოდ, ვინაიდან  პრესოთერაპია ხსნის ცელულიტის გამომწვევ ძირითად  მიზეზს -  კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილის ჰიპოქსიას.  თქვენ თავისუფლდებით  ზედმეტი სითხისაგან და ტოქსინებისაგან არა მარტო ქსოვილებიდან, არამედ უჯრედშუა სივრციდან, რაც გვიადვილებს  სწრაფად და ჯანსაღად  წონის დაკლებას და პრობლემური ზონების კორექციას. მეტიც- პროცედურა არის ძალზედ სასიამოვნო, მას გააჩნია საკმაო რელაქს-ეფექტი, და პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენ გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს და ფორმების ცვლილებებს.

 

ანტიცელულიტური მასაჟი

ანტიცელულიტური მასაჟი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს კანქვეშა ქსოვილებში:

  • კოლაგენის გამომუშავების აღდგენა;
  • ლიმფის და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება;
  • უკვე გაჩენილი ცხიმოვანი გროვების დაწვა;
  • ახალი ცხიმოვანი უჯრედების გაჩენის პროფილაქტიკა.

შედეგის მიღების სისწრაფე დამოკიდებულია პათოლოგიის სტადიაზე, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე,მასაჟის ხანგრძლივობაზე და სიხშირეზე. პროცედურების შედეგი უკვე შესამჩნევია საწყისი სეანსების შემდეგაც.

Related News

ჰოლოტროპული სუნთქვა

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა ?

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაავადებაა