ყველა
წონის კლების დროს აუცილებელია ვიცოდეთ იდეალური დროის ინტერვალი
იდეალური დროის ინტერვალი კვებებს შორის
4-5 საათი
რატომ?
კვებებს შორის შუალედს, გარდა მონელების შეფერხებისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინსულინის სენსიტიურობის შენარჩუენბისთვისაც, რაც საგრძნობლად შეამცირებს ინსულინ-რეზისტენტულობის განვითარების რისკს, რასაც, წონის მატებაც ახლავს ხოლმე თან, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, ჯანმრთელობის პრობლემებან ერთად.
არ წაიხემსოთ კვებებს შორის, მცირე რაოდენობის საკვებიც კი, უკვე იწვევს ინსულინის გამომუშავებას და შესაბამისად, ინსულინის სენსიტიურობა მცირდება დროთა განმავლობაში, რაც ზრდის ინსულინ-რეზისტენრულობის და შემდეგ, დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.
ჩვენი საჭმლის მონელებელი სისტემა, ამოფენილია სპეციფიკური ქსოვილით, რომელსაც ზედაპირის ფართობის გაზრდის მიზნით, პატარა ამოშვერილობები აქვს, რომლის საშუალებით, შეიწოვება საკვები ნივთიერებები, შერჩევითად. მაგალითად, თუ კუჭში მოხვდება პათოგენური ორგანიზმი, მისი შეწოვა არ მოხდება და ამის საპირისპიროდ, შეიწოვევა საკვები ნივთიერებები. აღნიშნული ბარიერი, ასე ვთქვათ, დაცულია სპეციფიკური ცილით (IgA). აღნიშნული ცილის რაოდენობა, რომელიც ჩვენი მომნელებელი სისტემის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია, მხოლოდ და მხოლოდ, იმატებს არ ჭამის პერიოდში. შესაბამისად, თუ ჩვენ გამუდმებით კვების რეჟიმში ვართ, ცილა, რომელსაც უნდა დავეცავით სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორის შეწოვისაგან და პირიქით, საჭირო ნივთიერებების შეწოვაშიც მიეღო მონაწილეობა, რაოდენობრივად ცოტა გვექნება. აღნიშნული მექანიზმია სწორედ მიზეზი იმისა რომ როდესაც არ ჭამის შემდეგ, ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა, მობილიზებულია საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად შეთვისებისთვის და მომდევნო კვება, საკვები ნივთიერებების შეწოვის მხრივ, ხელსაყრელი იქნება.
ჩვენს ორგანიზმს სჭირდება დრო, რათა სწორად შეარჩიოს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები. აღნიშნული დრო დაახლოები 4-5 საათია.
გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის პერისტალტიკის (კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც წელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას) სწორად წარმართვა, რათა საჭმლის მონელების პროცესი დროულად და გამართულად წარიმართოს, აღნიშნულისთვისაც, რეკომენდირებული დრო 4-5 საათი გახლავთ.
შევაჯამოთ, რეკომენდირებულია კვებებს შორის 4-5 საათიანი შუალედი დავიცვათ, რათა სწორად მოხდეს მონელების პროცესი, ორგანიზმა მაქსიმალურად შეიწოვოს საკვები ნივთიერებები, შევინარჩუნოთ ინსულინის მიმართ სენსიტიურობა, რაც მთლიანად, უჯრედულ დონეზეც, პროცესის გამართულად წარმართვის გარანტია იქნება. ხოლო, თუ ბოლო კვებასა და მეორე დღის, პირველ კვებას შორის, მინიმუმ 16 საათიან შუალედსაც შეინარჩუნებთ, ეს იქნებოდა იდეალური გამოსავალი სხვადასხვა პრობლემების შექმნის პრევენციისათვის.
პ.ს. აღნიშნულ პოსტში მოხსენიებულ კვებაში იგულისმხება ნოყიერი საკვები, რომელიც მდიდარია საკვები მაკრო და მიკრო ნივთიერებებით. თუ მივირთმევთ მაგალითად 1 ცალ ვაშლს, რა თქმა უნდა, 2 საათი გაძლებაც კი სტერსულ მდგომარეობაში ჩააგდებს ორგანიზმს და შედეგიც გაბათილდება სტრესით გამოწვეული ზიანით